კლუბის წესდება

ქ. გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ფიზიკის კლუბი
ქ. გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ჩამოყალიბდა  ფიზიკის კლუბი
        კლუბის დამფუძნებლები არიან წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები და პედაგოგები: ელენე ხაჩიძე, გოგი კუპრიაშვილი. კლუბმა შეიმუშავა წესდება, რომლის თანახმადაც აგრძელებს მუშაობას.

                           ქ. გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის კლუბ „---------------------------„ ზოგადი დებულება
1.1. კლუბი „                 „ მოსწავლეთა გაერთიანებაა, რომელიც შეიქმნა საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, თავი II , მუხლი 14-15-16, თავი X, მუხლი 48, ე პუნქტის თანახმად.
1.2. კლუბი აწევრიანებს სკოლა-ლიცეუმის VIII-XI კლასის მოსწავლეებს ნებაყოფლობის საფუძველზე.
1.3. კლუბი იმართება დამფუძნებელი საბჭოს და პრეზიდენტის მიერ.
1.4. კლუბი თანამშრომლობს მსგავსი მიზნებისა და ფუნქციების მქონე სხვა გაერთიანებებთან.

2. კლუბის მიზნები
2.1. კლუბი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს  აქტიური მოსწავლეების აღმოჩენასა და მათი შემოქმედებითი  უნარის განვითარებას სხვადასხვა ღონისძიების სახით.
2.2. საგნის „ფიზიკა“ პოპულარიზაცია სკოლა-ლიცეუმში.
2.3. ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დამკვიდრება და ხელშეწყობა.
2.4. კონფერენციების, სემინარების ორგანიზება მოსწავლეთა განათლების  დონის ამაღლება-გამოვლენისათვის.
2.5. ინტელექტუალური კონკურსების ორგანიზება.

3. კლუბის წევრთა უფლებები
3.1. მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში.
3.2. მიიღოს მონაწილეობა კლუბის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში .
3.4. შეარჩიოს, განიხილოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.

4. კლუბის წევრთა მოვალეობები
4.1. გაეცნოს და დაიცვას კლუბის წესდება.
4.2. დაიცვას კლუბის წევრთა ეთიკური ნორმები.
4.3. აქტიური მონაწილეობა მიიღოს კლუბის საქმიანობაში.
4.4. პოპულარიზაცია გაუწიოს კლუბ „--------------„ სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებს შორის.
4.5. გაუფრთხილდეს და დაიცვას კლუბის ინვენტარი და ხელსაწყოები.

5. კლუბის წევრთა ეთიკური ნორმები.
კლუბის წევრებმა:
5.1. უნდა მოუსმინონ ერთმანეთს.
5.2. არ უნდა აუწიონ ხმას.
5.3. უნდა მოექცნენ ერთმანეთს თავაზიანად
5.4. თავაზიანად მოექცნენ სკოლა-ლიცეუმის სხვა მოსწავლეებს.
5.5. თავაზიანად უნდა მოექცნენ ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებსაც შეხვდებიან პროექტის განხორციელებისას.

6. დამფუძნებელი საბჭო.
6.1. დამფუძნებელი საბჭო შედგება დამფუძნებლებისაგან და მისი შემადგენლობა მუდმივია.
6.2. დამფუძნებელი საბჭო და პრეზიდენტი კლუბის წევრებთან ერთად გეგმავს მომავალ ღონისძიებებს, უწევს მონიტორინგს კლუბის მუშაობას , მონაწილეობს სხვადასხვა პროეტის განხორციელებაში.
6.3. დამფუძნებელ საბჭოს შეუძლია წესდებაში ცვლილების შეტანა.
6.4. დამფუძნებელი საბჭო ირჩევს კლუბის კონსულტანტს სკოლა-ლიცეუმის პედაგოგთა შორის ან იწვევს შესაბამის სპეციალისტს.
6.5. კლუბს აქვს საკუთარი ლოგო.

No comments:

Post a Comment