Friday, January 29, 2016



სკოლის რადიოკვანძი

წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ნორჩ აღმომჩენთა კლუბ“მკვლევარის“ და  სამოქალაქო განათლების კლუბ ,,ფენიქსის“ თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" USAID/PH International PH International (Project Harmony) ფარგლებში განხორციელდა მცირე გრანტის პროექტი ,, ფენიქსი“, რომლის მიზანია , სკოლაში რადიო კვანძის დამონტაჟება, რომელიც სკოლის ორივე სართულს მოიცავს. რადიოკვანძის საშუალებით მოხდება სხვადასხვა საინტერესო თემებზე საინტერესო ინფორმაციების ტრანსლაცია, სკოლის სიახლეების გაცნობა, მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ჩაწერილი ინტერვიუების ტრანსლაცია. რადიო კვანძის ამუშავება მოსწავლეებში გააღრმავებს ერუდიციას, გაზრდის ინფორმირებულობას, აამაღლებს მათ ცნობიერებას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, მოტივაციას და ჩამოუყალიბებს წარმატებული ცხოვრების უნარ-ჩვევებს.

No comments:

Post a Comment