Saturday, January 30, 2016


ტრენინგი თემაზე: ჟურნალისტიკა

მცირე გრანტის პროექტ ,, ფენიქსის“ ფარგლებში, 2016 წლის 21 იანვარს ასევე მოეწყო შეხვედრა ჟურნალისტ ნათია ომაძესთან. იგი გაესაუბრა მოსწავლეებს თემაზე თუ როგორ მოამზადონ ეფექტური რეპორტაჟი და რა ხერხებს მიმართონ მათ მის სწორად განხორციელებისთვის.

 ტრენინგი "როგორ მოვამზადოთ რადიორეპორტაჟი"

2016 წლის 12 იანვარს , გორის ტელეკომპანია თრიალეთის რადიო 104-ის პროდიუსერი მამუკა ნადირაძე შეხვდა კლუბის წევრებს. იგი გაესაუბრა მოსწავლეებს რადიოს მართვის უნარ- ჩვევებზე, მოსწავლეებს მისცა საჭირო რეკომენდაციები იმისათვის, რომ რადიოს საშუალებით, პროექტით გათვალისწინებული რადიო-რეპორტაჟები გაშუქდეს .


Friday, January 29, 2016



სკოლის რადიოკვანძი

წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ნორჩ აღმომჩენთა კლუბ“მკვლევარის“ და  სამოქალაქო განათლების კლუბ ,,ფენიქსის“ თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" USAID/PH International PH International (Project Harmony) ფარგლებში განხორციელდა მცირე გრანტის პროექტი ,, ფენიქსი“, რომლის მიზანია , სკოლაში რადიო კვანძის დამონტაჟება, რომელიც სკოლის ორივე სართულს მოიცავს. რადიოკვანძის საშუალებით მოხდება სხვადასხვა საინტერესო თემებზე საინტერესო ინფორმაციების ტრანსლაცია, სკოლის სიახლეების გაცნობა, მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ჩაწერილი ინტერვიუების ტრანსლაცია. რადიო კვანძის ამუშავება მოსწავლეებში გააღრმავებს ერუდიციას, გაზრდის ინფორმირებულობას, აამაღლებს მათ ცნობიერებას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, მოტივაციას და ჩამოუყალიბებს წარმატებული ცხოვრების უნარ-ჩვევებს.